მსახიობი ხათუნა იოსელიანი სცენაზე ბრუნდება

მსახიობი ხათუნა იოსელიანი სცენაზე ბრუნდება, თუმცა, არა საქართველოში, არამედ, ამერიკაში, ვინაიდან ის უკვე წლებია, რაც ემიგრაციაში იმყოფება.

13-14 ივნისს, ნიუ-იორკში მდებარე ექსპერიმენტულ თეატრში გაიმართება სპექტაკლი, ლაშა ბუღაძის პიესა “თეატრი”-ს  მიხედვით, რომელშიც ხათუნა იოსელიანიც მონაწილეობს.

82 წლის ხათუნა იოსელიანი წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ნიუ-იორკში ქართული კულტურის პოპულარიზაციით იყო დაკავებული და დგამდა ქართულ სპექტაკლებს.