ჩემი დიდი თხოვნაა, არაფრის დიდებით არ გადამიყვანოთ თეატრში ან კლუბში, არ არის საჭირო”- წერს სესილია თაყაიშვილი მის ანდერძში და სთხოვს ახლობლებს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, არ გადაასვენონ თეატრში და პანაშვიდები სახლში გაიმართოს.
“მამყოფეთ მყუდროდ ჩემ სახლში, არავითარ შემთხვევაში პანთეონში არ დამასაფლავოთ, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ზევით – ღირსი ვარ, თუ არა. რად გინდათ, რომ ვინმეს ათქმევინოთ არ იყო ღირსიო, რატომ იბითურებთ თავს?
ყველაზე უკეთესია საბურთალო, ჩემ საფლავს არავითარი პრეტენზია არ ჰქონდეს, არავითარი ქვა.მხოოდ რკინის მოაჯირი და ზედ გაკრული, როგორც დედას აქვს.
ითხოვეთ 2 ადგილი, რომ ჩემ გვერდით იყოს ვინმე. ბევრს ნუ იტირებთ, გაუფრთხილდით ერთიმეორეს, არავითარი ქელეხი, არ გაილანძღოთ თავი, ჩამაცვით შავი კაბა”- წერს სესილია თაყაიშვილი მის ანდერძში.
სესილია თაყაიშვილი 1984 წელს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

